ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოებიდან გამომდინარე, 1 თებერვალს, 20:00 საათიდან 21:30 საათამდე, შემოსავლების სამსახურის ყველა სისტემა/ელექტრონული მომსახურება დროებით მიუწვდომელი იქნება.
„შემოსავლების სამსახური ბოდიშს გიხდით შექმნილი შეფერხებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.