10 და 11 მარტს ქართული მუსიკის თაყვანისმცემლებს საინტერესო საღამოები ელოდებათ. ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჯანსუღ და ვახტანგ კახიძის პოპულარული სიმღერები შესრულდება.
კონცერტში თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და ვატო კახიძესთან ერთად მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ეკა მამალაძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.