LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 აპრილიდან პური 10 თეთრით გაიაფდება: „რაც პრემიერმა გამოაცხადა, ამას შევასრულებთ“

136
პური

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს“, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფასის დაკლება პურის წონაზე არ აისახება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 10 აპრილიდან ე.წ. სოციალურ პურზე ფასი 10 თეთრით შემცირდება. ვადასტურებ, რომ პურის ფასი 10 თეთრით დაიკლებს. რაც პრემიერმა გამოაცხადა ამას შევასრულებთ. ფასის დაკლება არ აისახება პურის წონაზე. მე მჯერა, რომ ქსელურ მაღაზიებში პრობლემა არ იქნება და ფასის დაკლება ორგანიზებულად მოხდება.

უბნის და საოჯახო მაღაზიებში ვერ ვიქნები გარანტი, არ ვიცი, როგორ მოიქცევიან. ფასების ლიბერალიზაციიდან გამომდინარე, ფასნამატს თვითონ ადებენ.

იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა იქ შეიძენს პურს, სადაც იაფი იქნება“, – აღნიშნავს მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ „მთავარში“.

 

ალბათ, უახლოეს პერიოდში ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასებს ვნახავთ – ოთარ შამუგია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები