10 იანვარს, EU-ის ოფიციალური პირები აპირებენ, დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება, – აღნიშნულის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
მისივე თქმით, შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა.
„ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს. ამის შემდეგ, 24 იანვარს, ევროკავშირის წარმომადგენლები ამას მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომ შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა. როგორც მანამდე ითქვა – ამისთვის საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა და ასეთი არსებობს“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.
🇪🇺 officials are set to approve visa lib suspension for 🇬🇪 diplomatic passports on Fri (10 Jan), 🇪🇺 ambassadors then likely to give green light on 24 Jan so possible this enters into force in February. As mentioned before – qualified majority needed and it exists.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) January 6, 2025