LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„12 პუნქტს დაამატებენ ახალ პირობებს.. სავარაუდოდ მოითხოვენ, რომ ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“ – რიკარდ იოზვიაკი

157
რიკარდ იოზვიაკი

„ვფიქრობ, ევროკომისია გაფართოების დოკუმენტში საქართველოს ჩაწერს, მაგრამ დათქმებით..“ – ამის შესახებ „ტვ პირველთან“ „რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი საუბრობს. რიკარდ იოზვიაკი ამბობს, რომ „გაჩნდება ახალი პირობები.“

„არ არის გამორიცხული, „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი რეკომენდაცია წაუყენონ –  სავარაუდოდ, მოსთხოვენ, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

საქართველოსთვის დააწესებენ ახალ ვადებს და იქნება ახალი დათქმები. პირობები დაკავშირებული იქნება არჩევნებთან, ეს აშკარაა. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ეს იქნება საბოლოო ტესტი, ხართ თუ არა მომწიფებული დემოკრატიის მქონე ქვეყანა.

საქმე შეეხება, ასევე საგარეო პოლიტიკასაც. ზოგადად, საგარეო პოლიტიკა პირობა არავისთვის ყოფილა, მაგრამ ახლა საგარეო პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით რუსეთის სანქციებთან მიმართებაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ იქნება საკითხი სანქციების აღსრულებასთან მიმართებით.

გადახედავენ და დაამატებენ ახალ პირობებს იმ 12 პუნქტს რომელიც უკვე გაქვთ. გეტყვიან, რომ დიახ, სტატუსი გაქვთ, მაგრამ თუ წინ წასვლა გსურთ, მაშინ ყველაფერი შეასრულეთ.

სანამ წევრობაზე მოლაპარაკებებს დაიწყებთ, იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა..

ევროკომისიის ენა იქნება საკმაოდ ბუნდოვანი.

ჩემი ინფორმაციით, ისინი ძალიან მკაფიო საქართველოსთან მიმართებაში არ იქნებიან.. დეკემბერში კი იქნება დიდი გადაწყვეტილება.

საქართველოს შანსები მიიღოს კანდიდატის სტატუსი არის 60-40 -ზე. ეს მონეტის აგდებას ჰგავს.

მე ვფიქრობ, რომ დეკემბრის ბოლოს, როცა წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ, თქვენ მოგცემენ სტატუსს დამატებითი პირობებით, ისე როგორც უკრაინას და მოლდოვას მისცეს გასულ წელს,“– ამბობს იოზვიაკი.

 

პოპულალურები