LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარ არის – გაძვირდება თუ არა ფქვილი

120
fqvili-47bbb

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ დღეისათვის, 1 ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარამდეა გაზრდილი, ამიტომ 10 ლარიანი სუბსიდია ფასის შესანარჩუნებლად საკმარისი აღარაა. როგორც მან სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა,1 ტომარა ფქვილზე სახელმწიფო სუბსიდია შესაძლოა, 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდოს.

„პროგრამაში თავიდანვე ჩადებული იყო რისკები, რომ მაგალითად, რუსეთს 15 თებერვლიდან შემოაქვს კვოტირება, ასევე სავალუტო რისკი, ელექტროენერგიის გაძვირების რისკი. 2-2 მილიონი ლარი განაწილდა პროგრამის პირველ ორ თვეზე, მაგრამ ამ რისკებმა იმუშავა და ახლა ხორბალი სერიოზულად გაძვირებულია, შესაბამისად 10 ლარიანი სუბსიდირება, რომელიც პირველ 2 თვეზე იყო გათვლილი, აღარ ჰყოფნის. ჩვენი გათვლებით მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ახლა მიმდინარეობს განხილვა, სავარაუდოდ, სუბსიდირება 15 ლარი იქნება“, – აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ პირველ ტენდერში 8 წისქვილ-კომბინატმა გაიმარჯვა, რომელიც 52 პურის ქარხანას 1 ტომარა, პირველი ხარისხის ფქვილს ფიქსირებულ, 53 ლარად აწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g