10 მარტს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების ფარგლებში, მის სხვადასხვა პერიოდში შექმნილი სიმფონიური ნაწარმოებები შესრულდება. ავტორი მსმენელის წინაშე წარდგება, როგორც დირიჟორი და სოლისტი.
თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს: “Coniugationes”, სიმფონიურ სურათს „სალამბო“, კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, სიმფონიურ სუიტას ბალეტიდან „ამორძალები“ და „სევდა“-ს კინოფილმიდან „რუსული სამკუთხედი“.
ბილეთები გაყიდვაშია როგორც ცენტრის სალაროში: 2962207, ასევე ელექტრონულად: biletebi.ge.

