ლეონარდო დოკაპრიოს ოსკარმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ლეოს გულშემატკივრები და უბრალოდ კინომოყვარულები აპროტესტებდნენ კინოაკადემიის წევრთა გადაწყვეტილებას, როცა დიკაპრიომ გასულ წლებში, რამდენიმე ნომინაციის მიუხედავად, ვერ შეძლო ოსკარის მიღება. წელს მსახიობმა მიიღო დიდი ხნის ნანატრი ოსკარი. ამის პარალელურად კი, არავის გახსენებია, რომ არსებობენ A კლასის ვარსკვლავები, რომელთაც არასოდეს ღირსებიათ ოსკარის ნომინაცია. ვნახოთ ყველაზე უიღბლოთა 10-ეული:
- კრისტოფერ ლი
გასულ წელს გარდაცვლილი მსახიობი, რომელმაც კინომატოგრაფიაში 70 წელი დაჰყო. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველზე ცნობილი მსახიობია, რომელიც არასოდეს ყოფილა ნომინირებული ოსკარზე, ოქროს გლობუსსა და BAFTA-ზე.
- დონალდ საზერლენდი
მის ფილმოგრაფიაში 1948 წლიდან მოყოლებული 2014 წლამე უამრავი ფილმია, თუმცა არც ერთი ნომინაცია. მსახიობი, როგორც მინიმუმ ოსკარის ნომინაციის ღირსი იყო ფილმში „ჯონ კენედი, გასროლა დალასში“, თუმცა აკადემიის წევრები ასე არ ფიქრობენ. ამბობენ, რომ კანადელ მსახიობებს უჭირთ ამერიკული კინოინდუსტრიის დაპყრობა და ამის ნათელი მაგალითია დონალდ საზერლენდი. ის 1965 წლიდან დღემდე აქტიურადაა ჩართული კინოინდუსტრიაში. აქვს ოქროს გლობუსისა და და ემის ნომინაციები, თუმცა არა ოსკარი.
- მარტინ შინი
არც ფილმი „აპოკალიპსი დღეს“ და არც „უოლ სტრიტის მგელი“ არ გახდა საკმარისი აკადემიის წევრებისთვის, წარედგინათ მარტინ შინი ოსკარზე. მას ნამუშევარი აქვს ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან ფრენსის კოპოლა, მარტინ სკორსეზე, ოლივერ სთოუნი და მაიკლ ნიკოლსი. ამის მიუხედავად, მსახიობს არ აქვს ნომინაცია ოსკარზე.
- მია ფეროუ
ვუდი ალენის მუზა და კლასიკად ქცეული „როზმარის ბავშვის“ ვარსკვლავი არასოდეს ნომინირებულა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე. ცხადია ფეროუს აქვს ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები, თუმცა ოსკარზე არასოდეს წარუდგენიათ.
- ალან რიკმანი
ამ ლეგენდარული მსახიობის ფილმოგრაფიაში უამრავი სახასიათო როლია. მათ შორის საოსკარო, ესაა „ჰარი პოტერი“, თუმცა აკადემიამ ასე არ ჩათვალა. გარდა ამისა, აღსანიშნავია მისი საოცარი შესრულება ფილმებში „რობინ ჰუდი“ და „გრძნობა და გონება“. ამ როლებისთვის ის სხვადასხვა პრემიების მფლობელიც გახდა. ამბობენ, რომ ოსკარზე ის ვერ მოხვდა მხოლოდ იმიტომ, რომ გვიან დაიწყო კინოკარიერა, თუმცა ეს მხოლოდ მიზეზია.
- ჯონ კიუსაკი
მსახიობი ძალზედ პოპულარული გახდა ფილმებით „მკვლელობა გროს-პოინტში“ და „ჰაეროვანი ციხე“. რჩეულ ფილმოგრაფიაში ბევრი დასამახსოვრებელი როლია, თუმცა არც ერთი ნომინაცია ოსკარზე.
- რიჩარდ გირი
80-იანი წლების სექს-სიმბოლო, რომელმაც 90-აინებში გადატრიალება მოახდინა ფილმით „ლამაზი ქალი“, მის ფილმოგრაფიაში არის ბევრი ემოციური როლიც, მაგალითად „შემოდგომა ნიუ-ორკში“ და „ჩიკაგო“, თუმცა ამ ფილმებმაც ვერ მოუტანა მსახიობს ოსკარის ნომინაცია.
- სტივ ბუშემი
მსახიობი ოქროს გლობუსისა და მსახიობთა გილდიის საპატიო პრემიების ლაურიატია. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „ცოფიანი ძაღლები“, „არმაგედონი“, „სასოწარკვეთილი“ და „კუნძული“.
- ჯონ გუდმანი
მსახიობის ფილმოგრაფიაში 1975 წლიდან მოყოლებული დღემდე უამრავი როლია და არც ერთი ნომინაცია ოსკარზე. მიღებული აქვს „ემი“ საუკეთესო დრამატული მსახიობის ნომინაციაში.
- ჯეფ დენიელსი.
მსახიობის ყველაზე პოპულარული როლებია „სიჩქარე“, „სულელი და კიდევ ურო სულელი“, „სინაზის ენა“ და სერიალი „ახალი ამბები“.