სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ქრისტი ქორიძე Facebook-ზე წერს, რომ როდესაც მისი 10 წლის ძმა სახლში მარტო იმყოფებოდა, „უცნობი კაცი კარის გაღებას სთხოვდა, თუმცა შემდეგ, როდესაც ბავშვმა კარი არ გაუღო, კარზე ბრახუნი დაიწყო და კარის შენგრევით იმუქრებოდა“.
ქრისტი ქორიძე წერს, რომ საქმეში ჩართულია პოლიცია, თუმცა დამნაშავე ჯერჯერობით დაკავებული არ არის.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს. მათივე ცნობით, პირი დაკავებული არ არის.
„მინდა რომ ყველამ ყურადღებით წაიკითხოთ ! და გააზიაროთ !
ჩემი 10 წლის ძმა მირეკავს შეშინებული, ვიღაც უცხო კაცი მიბრახუნებს კარებზე შემოსვლა უნდაო დანა მიჭირავს ხელში და კარებთან ვდგავარო, ყველანაირი ხერხით ცდილობდა შემოსვლას ჯერ მანიპულაციას ახდენდა რომ ბავშვი გასულიყო.
– ატყუებდა იმით რომ ხელში ბავშვის სასაცილო სურათი ეჭირა, რომ მისი ინტერესი გამოეწვია ან სიბრაზე და გასულიყო (ბევრი მსგავსი ქვეტექსტები)… როგორც ჩანს წინადადებებს ლოგიკურად ალაგებდა მისდა სასარგებლოდ . როცა მისმა მშვიდმა მანიპულაციამ არ გაჭრა მუქარა დაიწყო გადავიდა კარის ბრახუნზე, ყვირილზე რომ ბავშვი დამფრთხალიყო, დაემუქრა თუ წყალს არ მიაწოდებდა კარებს შემოანგრევდა, ბავშვიც შეშინდა და უთხრა რომ თუ შორს გავიდოდა წყალს გადაუგდებდა აი მანდ გადავრჩით როცა გადაუგდო წყლის ბოთლი კარის დახურვა მოასწრო) მინდა გითხრათ რომ ჯერ პოლიციას არ უპოვნია და უგზო-უკვლოდ დაეხეტება !!! ვერ აღგიწერთ ეს რამხელა შიში იყო როცა ბავშვის გვერდით არ ვიყავი როცა ვცდილობდი პარალელურად მესაუბრა ტელეფონით ამავდროულად შემეგულიანებინა და კონცენტრაცია ათად გამეყო პარალელურად 112 ის გამოძახების შემდეგ მივიდა პოლიცია საჭირო მასალები შეაგროვა და დიდი იმედი მაქვს რომ ვიპოვით !!!
ბავშვი იძახდა რომ ტიკ-ტოკზე გავრცელებულია ინფორმაცია სადაც აფიშირებენ რომ 28 ოქტომბერს შავი ბაზარი იხსნება და ბავშვებს იტაცებენ) ყურად არ მიმიღია არ ვიცი ეს მისი შიშის წინათგრძნობა იყო თუ რაიმე სხვა, აქვს თუ არა ამას კავშირი ამ ამბავთან მაგრამ მინდოდა რომ მაინც ამეღნიშნა)“, – წერს ქრისტი ქორიძე სოციალურ ქსელში.
