სანამ მსოფლიოში ბავშვები საშობაო სურვილების სიას ადგენენ, 10 წლის ბიჭი პენსილვანიიდან, ცდილობს ამ სეზონზე, საკუთარი „მისია“ შეასრულოს.
კოლბი ჯეფრიმ წელს ქველმოქმედებისთვის 1000 სათამაშოს მოგროვება მოახერხა. „სათამაშოები ტოტისთვის“ – ასე ქვია ორგანიზაციას, რომელსაც კოლბი უკვე 5 წელია შეგროვებულ საჩუქრებს გადასცემს.
„მე ვიცი, რა კარგი გრძნობაა, როდესაც საჩუქრად სათამაშოებს იღებ, სხვა ბავშვებმა შესაძლოა, ეს არ იციან. მე ვეხმარები მათ, რომ ჰქონდეთ იგივე განცდა, რაც მე ყოველ წელს მაქვს,“ – აცხადებს კოლბი.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პატარა ბიჭთან, ყოველ წელს ცარიელი ყუთები მიაქვთ, კოლბი კი, საჩუქრებით სავსეს ატანს უკან.
“ძალიან ბევრი ბავშვი მის ასაკში, ახალ წელს საჩუქებს ითხოვს. ის კი, მთელ ამ წინასაახალწლო პერიოდს, საჩუქრების სხვებისთვის შეგროვებას უთმობს,” – აცხადებენ საქველმოქმედო ორგანიზაციაში.
კოლბი უცხოური მედიასაშუალებისთვის უკვე კარგად ცნობილი ბავშვია. სათამაშოების შეგროვების გამო, ის ტელეკომპანიების ეთერში ხშირად ხვდება. შარშან მან 2500 სათამაშოზე მეტის მოგროვება შეძლო.