LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

100 წლის შემდეგ: არგენტინა და ურუგვაი მსოფლიოს წარსულში აბრუნებენ

76

არგენტინა და ურუგვაი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივად ჩატარებაზე განაცხადს შეიტანენ. ტურნირის ასწლოვან იუბილეზე პირველი მუნდიალის ფინალისტები 100 წლის წინანდელი შედეგის გამეორებას შეეცდებიან.

ორივე ქვეყნის სახელმწიფოთა და საფეხბურთო ფედერაციების მეთაურებმა შეხვედრა გამართეს და ერთობლივი მუნდიალის ჩატარების დეტალები განიხილეს.

ოფიციალური განაცხადი ამ კვირაში გაკეთდება.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წელს ურუგვაიში ჩატარდა. 30 ივლისს გამართულ ფინალში მასპინძლებმა არგენტინელებს 4:2 მოუგეს.

2030 წლის ჩემპიონატის მიღებაზე ინტერესი ასევე გამოხატეს ინგლისმა, გერმანიამ, ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ, ჩილემ, კოლუმბიამ, ახალმა ზელანდიამ და ავსტრალიამ ერთად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები