LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1000-მდე უკანონოდ აშენებული სახლი გურიის კურორტზე: „2022 წლიდან ბახმაროში სახლები უკანონოდ ვეღარ აშენდება“

501
ბახმარო

ჩოხატაურის მერიის ბოლო მონაცემებით, ბახმაროში 1000-მდე უკანონოდ აშენებული სახლია. ინფორმაციას „ბიზნესპარტნიორი“ ავრცელებს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მერი, დავით შარაშიძე „ბიზნესპარტნიორთან“ პირობას დებს, რომ 2022 წლიდან ბახმაროში სახლები უკანონოდ ვეღარ აშენდება.

„თამამად შემიძლია გითხრათ, ბახმაროში არც ერთი უკანონო სახლი აღარ აშენდება. ტერიტორია სახელმწიფოს კუთვნილებაა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. ვიღაცამ უკანონოდ ეკონომიკის სამინისტროს კუთვნილ მიწაზე დადგა სახლი, რომელსაც არც სამშენებლო ნებართვა ჰქონდა, არც ნახაზი და არც განაშენიანების გეგმას ითვალისწინებდა. გამოტანილი გვაქვს დადგენილება, გადაგზავნილი გვაქვს აღსრულებაში, დაწერილია 25 000 ლარიანი ჯარიმები, მაგრამ შედეგი მაინც არ არის. მიდიან და თვითნებურად აშენებენ სახლებს. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გრძელდება და ძალიან უშლის ხელს ბახმაროს განვითარებას. სოკოებივით არის ამოსული და ვერც კანალიზაცია კეთდება და ვერც წყლის სისტემა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ბახმარო განვითარდეს, წინ წავიდეს, პირველ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე უნდა მოევლოს ამ უკანონო მშენებლობებს. უნდა შევიმუშაოთ გეგმა, თუ როგორ მოვაბრუნოთ ეს საქმე“,- აღნიშნავს „ბიზნესპარტნიორთან“ ჩოხატაურის მერი.

მას ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმაზე საუბარი უჭირს. დავით შარაშიძე ამბობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და გურიის გუბერნატორთან ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა ბედი ეწევა უკანონოდ აშენებულ სახლებს და როგორ განვითარდება ამის შემდეგ კურორტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g