ალბათ, ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა სიმბოლურად, ერთი ჭიქა შამპანურით. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ კი, შეიძლება, თქვენი მიდგომები საერთოდ შეიცვალოს და ერთ ჭიქაზე აღარც კი გაჩერდეთ.
დოროთი ფლაუერსი, რომელიც ამჟამად ჩრდილოეთ ინგლისის ერთ-ერთი ქალაქის მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ 108 წლის გარდა. ის ფოტოებზე შამპანურით ხელში პოზირებს.
ჯიმი და როზალინ კარტერის 73 წლიანი თანაცხოვრება უკვე შევიდა, როგორც საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება.
„ისინი დღესაც ხელჩაკიდებულები დადიან“ - საპრეზიდენტო წყვილის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება
დოროთის ადგილობრივი მენეჯერი ელენი ამბობს, რომ უხუცესი ადგილობრივი მის დიდხანს სიცოცხლეს სწორედ სასმელს უკავშირებს.
“დოროთის შამპანური ძალიან უყვარს, ის ყოველდღიურად მისაღებში ჩვენთან ერთად ზის და შამპანურს წრუპავს”, – ამბობს ჰელენი. მისი თქმით, ეს ერთადერთი მიზეზი არაა, როგორც თავად 108 წლის ინგლისელი ამბობს, შოკოლადიც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის ერთ-ერთი მიზეზია.
“მე ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ჩემი ცხოვრების ბევრი ბედნიერი მომენტი მქონდა და ახლაც გრძელდებ ასეთი მომენტები”, – ამბობს 108 წლის დოროთი.