შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის კაცი დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბრალდებული მწყემსია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად სოფლის განაპირას თამაშობდა, რა დროსაც ის 60 წლამდე ასაკის კაცმა მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა.
მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, შუახნის მამაკაცი დაკავებულია 19/137-ე , გაუპატიურების მცდელობის მუხლით.