“112 რომ დამერეკა.. შეიძლებოდა ერთი ზარით ყველაფერი შეცვლილიყო”,-ამის შესახებ ანი გაბეჩავამ “ტვ პირველთან” საუბარში აღნიშნავს.
როგორც გადაცემის ანონსიდან ირკვევა, მოზარდი თვლის, რომ მეგობრებმა მომხდართან დაკავშირებით “ალბათ გულგრილობა გამოიჩინეს”.
“მე მადანაშაულებენ ყველაფერში, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი იყო.. ვერც წარმოვიდგენდით, რომ იქ მყოფებიდან რომელიმეს მსგავსი რამ გაეკეთებინა.. არცერთ მათგანს არ დავიცავ და ხელსაც არ დავაფარებ, ვინც დამნაშავეა”,-ამბობს ანი გაბეჩავა.
ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო „წერა-კითხვებით“ – ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის დედის წერილზე კომენტარს აკეთებს
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.
ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.