LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო „წერა-კითხვებით“ – ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის დედის წერილზე კომენტარს აკეთებს

687
BeFunky-collage - 2020-07-18T101818.456

„მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, გიორგი შაქარაშვილის დედის მიმართვას ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს.

„ნურავინ შეიწუხებთ თავს ჩემი და მთავარი არხის დამუნათებით და მორალური უპირატესობის გამოყენებით ჩვენი პრესინგისთვის. ჩვენ არავის აზრი არ გვაინტერესებს, სრულიად – არავის. არავისზე არ ვმუშაობთ და არავის პერსონალურად არ ვემსახურებით. ჩვენთვის სულ ერთია, ვინ ვის ენდობა, ვის ვისი სურათი უკიდია ოთახში და ვინ ვის ირჩევს საკუთარი პოზიციის გამხმოვანებლად. ჩვენ არავისთვის არ გვითხოვია დახმარება და არავის თანადგომას არ ვსაჭიროებთ ჩვენი ჟურნალისტური გამოძების ფარგლებში.

გიორგი შაქარაშვილის დედა სოციალურ ქსელში პირველ კომენტარს ავრცელებს 

ჩვენ ვეძებთ სიმართლეს და მას აუცილებლად დავადგენთ. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი შვილებისთვის და არა გიორგი შაქარაშვილისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ვეღარაფერს ვუშველით. ჩვენ ვადგენთ პირველ რიგში შაქარაშვილის მკვლელის ხელის დამფარებელს და ვინც არ უნდა ენდობოდეს გამოძიებას, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა და არა ჩვენი – ჩვენ გამოძებას არ ვენდობით.

ჩვენ არ ვსპეკულირებთ შაქარაშვილის სახელით და ყველას მოვუწოდებთ, ასევე მოიქცეს, გინდა პროცესის უბრალო დამკვირევებელი იყოს და გინდა ჭირისუფალი. არავის ვუშლით ხელს არც გულშემატკივრობაში და არც გლოვაში. თუ არა და, პულტი ხელში და სხვა არხის ღილაკზე ერთი თითის დაჭერა.

სიმართლე – სინათლეა. მალე განათდება. ძალიან მალე. ტყუილად ნუ იღლით თავს უთავბოლო „წერა-კითხვებით”- წერს გვარამია.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/1610350995799887

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები