LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ოქტომბერს ბრიტანეთის საელჩო და პარტნიორები ბრიტანულ-ქართულ ფინტექ ფორუმს უმასპინძლებენ

614
ფინტექ

ფორუმი თავს მოუყრის ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან, სადაც მათ საშუალება ექნება ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და დაამყარონ ახალი, საქმიანი კონტაქტები.

ბრიტანეთის საელჩო ფინტექ ფორუმს უკვე მეორედ მასპინძლობს. წელს პარტნიორებს შორის არიან: დატაფესტ თბილისი; საქართველოს ფინტექ ასოციაცია; საქართველოს ეროვნული ბანკი; თიბისი ბანკი; საქართველოს ბანკი და გრანტ თორნტონი.

ფორუმის მიზანია ბრიტანულ-ქართულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, არსებული ფინტექ კომპანიების წარმოჩენა და ბრიტანული ექსპერტიზის გაზიარება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ფინტექ ეკოსისტემის გამორჩეული სპიკერები, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან. ფორუმზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ინდუსტრიის ლიდერების წარმატების ისტორიები.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები