LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ბორელსა და ვარჰეის წერილით მიმართეს: „გიგზავნით პირდაპირ და ნათელი გზავნილს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია“

166
ჯოზეფ ბორელი და ოლივერ ვარჰეი

ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავენ.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, ღია წერილი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელ ქმედებებზე წუხან და აცხადებენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია საფრთხეშია, 10 მაისითაა დათარიღებული.

„მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ – ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს. საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ. „უცხოური გავლენის“ კანონის მიღების გზაზე.

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს: „შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს EU-ს მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება“

„მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.“

იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია“, – წერენ ევროპელი დიპლომატები.

ამავე მიმართვაში ისინი ახსენებენ ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის მიერ 17 აპრილს გამოქვეყნებულ წერილსაც, რომელშიც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია.

წერილზე ხელმომწერი საგარეო საქმეთა მინისტრები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მეორედ ინიციირებული „გამჭვირვალობის“ კანონი საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის ცვლილების შემაშფოთებელი ნიშანია.

„შეშფოთებულები ვართ – ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“ – ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

„ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა.

გიგზავნით პირდაპირ და ნათელი გზავნილს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია“, – წერენ ევროპელი დიპლომატები და ითხოვენ, მიეთითოს საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ შედეგზე, რაც მოჰყვება სადაო კანონის მიღებას.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა და ქმედება არის ის, რასაც ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი ელის.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს“: ჯოზეფ ბორელის და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება

ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება“. – სთხოვენ წერილზე ხელმომწერები ბორელსა და ვარჰეის.

მიმართვას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g