“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
როგორც ხერხეულიძე აღნიშნავს, მამამისი 12 წელი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო უვლიდა.
“ვერაზე,თავის უბანში, ვან კლიბერნს ეძახდნენ. იქ ერთი პატარა ეზო იყო, სადაც 12 წელი ლოგინად ჩავარდნილ ბებიას მარტო უვლიდა.
მთელი დღე შრომობდა, საღამოს უნივერსიტეტში ლექციებს ესწრებოდა და მის მომლოდინე ბებიასთან გარბოდა. დედა ამბობდა ღამე ფენდა თეთრეულს გოგოებს რომ არ დაგვენახაო.
ბებია,ეკატერინე ციციშვილი იყო მისი ღმერთი. ოცნება ჰქონდა მისი მოსახელე ქალიშვილი ჰყოლოდა…აუხდა..ამიტომ ვუყვარდი გაგიჟებით…
დღეს მამას გარდაცვალების დღეა”, – წერს ეკა ხერხეულიძე.