LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

12 წლის უკრაინელი კირას ისტორია, რომელმაც გადარჩენა ძაღლისა და მეზობლების საშუალებით მოახერხა

238
უკრაინელი ბავშვები

ალყაში მოქცეული მარიუპოლის  მკვიდრი, 27 წლის კატია თავის “ინსტაგრამ“ გვერდზე, საზოგადოებას ოკუპაციაში ცხოვრების შესახებ ისტორიებს უზიარებს, რომლებსაც შეესწრო და მოისმინა ხალხისგან, როცა ომს გაექცა. 

როგორც უკრაინული მედია წერს, ახალგაზრდა კორესპონდენტი განასახიერებს უკრაინელი ქალის კოლექტიური იმიჯს, რომლის თვალწინ რუსული არმია  კაცობრიობის წინააღმდეგ, სისხლიან დანაშაულს სჩადის.

კატია ხდება ათასობით ქალის ხმა – ჩუმი მოწმე რაშისტების არაადამიანური ქმედებებისა მარიუპოლში, ბუჩაში, ჩერნიჰივში, ხარკოვში, ხერსონში, მელიტოპოლში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

ერთ-ერთი ასეთი ისტორია, რომელსაც კატია აზიარებს, 12 წლის კირას ეხება, გოგონამ გადარჩენა ძაღლისა და მეზობლების საშუალებით მოახერხა. როგორც ჟურნალისტი წერს, ომის პირველ დღეებში კირა და მისი მშობლები დაბომბვისას ბინაში იმალებოდნენ, მოგვიანებით კი, მეზობლის სახლის სარდაფში.

სახლის მცხოვრებლები აწყობდნენ მორიგეობას: ორი ადამიანი ყოველ 2 საათში. მორიგეებს უნდა ეთქვათ, იყო თუ არა გარეთ ხანძარი. 17 მარტს, მორიგეობის დროს, გოგონას მამა გარდაიცვალა – მას ცეცხლი გაუხსნეს… მის გახსენებაზე კირა მამის მობილური ტელეფონს უყურებს, რომელსაც ხელიდან არ უშვებს.

მოგვიანებით გოგონამ მეზობლებთან და ძაღლთან ერთად, ქალაქიდან ფეხით გაქცევა გადაწყვიტა. ერთ-ერთი გოგონა მიწაზე დაცემისას მავთულში გაიჭედა. ძაღლმა აფეთქების სიმძიმე თავის თავზე აიღო და ხალხი გადაარჩინა. კირამ ყურის არეში ჭრილობა მიიღო, მაგრამ გადარჩა და გაქცევა მოახერხა.

„მარიუპოლის ყველა მცხოვრებს აქვს თავისი გადარჩენის ისტორია. ზოგი იღბლიანია, ან მთელი ოჯახი დახვრიტეს, ან ვიღაც რაშისტების „ფილტრაციას“ არ გადის და ვიღაც სარდაფში რჩება. სამუდამოდ.“ – წერს კატია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები