მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა პოდკასტში „მარტოობის 15 წუთი“ ყველაზე დიდ სიყვარულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ადამიანი „კედო“ (ირაკლი კეიდია) იყო.
რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობებზე საუბრის, მსახიობმა აღნიშნა, ემოციურ სიღრმემდე არასოდეს მისულა.
მისი თქმით, ახლა მის ცხოვრებაში არც დრო და არც სივრცე რჩება რომანტიკული ურთიერთობისთვის. როგორც ნანკა აღნიშნავს, მისი გონება და ყოველდღიური გარემო იმდენადაა გადატვირთული, რომ ამ ეტაპზე ურთიერთობებზე ფიქრის ენერგია არ აქვს.
„მგონია, რომ უბრალოდ არც მცალია მაგისთვის, ჩემს ტვინს საერთოდ არანაირი ურთიერთობისთვის არ სცალია…“.
ნანკას თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც ოდესმე მიუღია, იყო:
„არ უღალატო საკუთარ თავს“.
