LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

127 ნომრიანი სასტუმრო „ბაკურიანი ინნ” ივლისში გაიხსნება

1489
56323746_2000707043391491_6536767631251210240_n

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტს ახალი ბენეფიციარი – შპს „ ბაკურიანი ინნ “ შეემატა.

127 ნომრიანი სასტუმრო, რომელიც 2019 წლის ივლისში გაიხსნება, დაბა ბაკურიანში .წაქაძის #12-ში იქნება განთავსებული. გარდა მაღალი დონის სტანდარტული ოთახსებისა, სასტუმროში ასევე არის ლუქს ოთახები, რომლებსაც ექნებათ ეზოში გასასვლელი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ წარმოუდგენელი სილამაზის ხედების ფონზე დასვენება. ამას გარდა, სასტუმროში განთავსებული იქნება ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი, 4 ბარი, თანამედროვე ტექნოლოგიებით დატვირთული საკონფერენციო დარბაზები, საცურაო აუზი, საუნა, სპა ცენტრი და ბავშვებისთვის მოწყობილი გასართობი ოთახები. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე ადგილობრივ. სასტუმროსბაკურიანი ინნმთავარი მისიაა მიაწოდოს ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება და შეუქმნას მათ დაუვიწყარი გამოცდილება კონკურენტულ ფასად, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და ამავდროულად აამაღლებს ინდუსტრიის სტანდარტებს.

აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 11 700 000 ლარს შეადგენს და თავდაპირველად 75 ადამიანი დასაქმდება.

ცნობისთვის, შპს ,,ბაკურიანი ინნ“ სასტუმროების ქსელის ნაწილია, რომელიც გარდა აღნიშნულისა, კიდევ ორ ქსელს აერთიანებს, კერძოდ: თბილისში, 202 ნომრიანი ,,ივერია ინნ“ და გუდაურში 60 ნომრიანი, ,,გუდაური ინნ“, რომელიც 2016 წელს სწორედ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g