LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 ივნისს დანგრეული წყნეთი-ბეთანიის გზა გაიხსნა

94

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით ოთხკილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

გზის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან და ავსტრიიდან. გზის სირთულიდან გამომდინარე მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები:

  • ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით დამონტაჟდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი ინერციით მოძრავ ლოდებს;
  • დამონტაჟდა წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზეც კი სიგნალს გადასცემს გზის შემოსასვლელგასასვლელში დაყენებულ შლაგბაუმებს და ისინი ავტომატურად იკეტება.
  • სპეციალისტებმა გამოიკვლიეს დამეწყრილი ფერდობის საიმედოობის კოეფიციენტი, რომელშიც გათვალისწინებულია 8-ბალიანი სეისმური ბიძგები და ჰიდროლოგიური წნევები. კვლევის შედეგად გამოვლენილი საეჭვო ზონები დაიბურღა და განხორციელდა ქანების ანკერული გამაგრება.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება  29 მილიონ ლარს სცდება.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წყნეთიბეთანიის ახლადგახსნილი გზა ინფრასტრუქტურის მინისტრთან მაია ცქიტიშვილთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძემ 13 ივნისის სტიქიის შედეგად გზის დაზიანების ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რეაბილიტირებულ გზაზე უსაფრთხოების ნორმები დაცულია.

ჩვენ გვახსოვს, მაშინ, როდესაც სტიქია დაატყდა დედაქალაქს თავს,  მთელი მთა იყო ჩამოსული, რომელმაც მთლიანად გზაც ჩაიტანა. შეუძლებელი იყო აქ მოძრაობა. დღეს უკვე გაიხსნა ეს გზა. ადამიანებს უკვე შეუძლიათ აქ გადაადგილება.  მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია. თქვენ ხედავთ, თუ რა მასშტაბის სამუშაოებია ჩატარებული. აქ დამონტაჟებულია სპეციალური სისტემა, რომლის მეშვეობითაც გზა საფრთხის შემთხვევაში  ჩაიკეტება. შესაბამისად, ადამიანებს აქ არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g