ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რთველი 2025-ის ფარგლებში, 13 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში სულ გადამუშავებულია 283 ათასამდე ტონა ყურძენი.
ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებული ყურძნიდან 145 ათასამდე ტონა რქაწითელი, 120 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, კახეთში 8 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს.
რაც შეეხება რაჭას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გადამუშავებულია 1800 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული.
ამ ეტაპზე კახეთსა და რაჭაში მოსავალი 20 ათასამდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა, რთველის პროცესში 521 საწარმო იყო ჩართული.