LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის კოლექცია: ვის მაისურებს ინახავს მესი (ფოტო)

31

ლიონელ მესიმ საკუთარ ინსტაგრამზე საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა. ლეო თავის შვილთან, ტიაგოსთან ერთად პოზირებს იმ ოთახში, სადაც 13 წლიანი კარიერის განმავლობაში დაგროვილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მაისურები აქვს გამოფენილი. საინტერესოა რომელი მოთამაშეების მაისურებს ინახავს ოთახ-მუზეუმში ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე.

სულ ზემოთ, საპატიო ადგილზე გამოფენილია დეკუს, ტიერი ანრის, სესკ ფაბრეგასის და პაველ ნედვედის მაისურები. გარდა ამისა, მესის აქვს თავისი ბავშვობის კუმირის, პაბლო აიმარის მაისურიც.

ოთახში გამოფენილია ფრანჩესკო ტოტის, ფილიპ ლამის, ანხელ დი მარიას, რაულის, ხერარდ პიკეს, იკერ კასილასის და ხუან სებასტიან ვერონის მაისურებიც.

როგორც ჩანს, ლიონელი ინახავს მაისურებს, რომელიც მას შეხვედრის დასრულების შემდეგ გაუცვალეს რამიმ, ხუან ფრანმა, ფერნანდინიომ, სერხიო აგუერომ, დიეგო მილიტომ, ესეკიელ ლავეციმ და რადამელ ფალკაომ.

დაკვირვებულოი თვალი ფოტოებზე ელ-არაბის, უსტარის, დომინგესის, დანი ალვეშის, როდრიგო დე პაულის, ბანეგას, ლეო ფრანკოს, დე ვინჩენტის, სკალონის და ბოსკილიას მაისურებსაც შენიშნავს.

სამაგიეროდ ცხადია, რომ ლეოს არც კრიშტიანო რონალდოს და არც გონსალო იგუანის მაისური არ აქვს გამოფენილი.

”მე არასოდეს ვთხოვ ფეხბურთელებს მაისურების გაცვლას. მე მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ვთხოვე ეს – ზინედინ ზიდანს.
გუტიმ ორჯერ მთხოვა მაისურის გაცვლა. სასიხარულოა, რომ იგი ყოველთვის დადებითად საუბრობდა ჩემზე.
თუ მოედანზე არგენტინელი ფეხბურთელია, ან ისეთი მოთამაშე, ვინც მაისურის გაცვლას მთხოვს, სიამოვნებით. უბრალოდ, მე არ ვარ ინიციატორი”, – განაცხადა მესიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები