დღეს საღამოს 18:20 საათიდან იწყება „მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის“ პერიოდი და დღის ბოლომდე გასტანს. ამ დროს ყურადღება საგრძნობლად დუნდება, რაც ხშირად ხდება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
დღის რეკომენდაცია – დღე ხელსაყრელია მავნე ჩვევებისგან (მათ შორის თამბაქოსგან) გასათავისუფლებლად, კოლექციების შესაგროვებლად და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. პოზიტიური პერიოდია მშენებლობისთვის, უძრავი ქონებისა და მანქანის ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობა-თევზაობისა და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის. კარგი დროა ეპილაციის, ექსპერტიზის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მათი მორწყვისთვის. დღე ხელსაყრელია ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის, ვაჭრობის, გაცვლითი ოპერაციებისა და გავლენიან პირებთან ურთიერთობისთვის (საღამოს 18:20 საათამდე).
არასასურველია ახალი თანამშრომლების მიღება, ახალი კავშირების დამყარება და ქორწინება. არ ვარგა პიგმენტური ლაქების მოშორება და მანუალური მასაჟი.გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი, კანი და კბილების ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. მოერიდეთ სტომატოლოგიურ პროცედურებს. სამაგიეროდ, შედეგიანია ნაწლავებისა და მკერდის მკურნალობა. კვების რაციონში შეზღუდეთ თხილი და ალერგიული პროდუქტები. მოერიდეთ სიმძიმეების აწევასა და მკვეთრ მოძრაობებს.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ონექსი, ქრიზოპრაზი, აქატი და მალაქიტი. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ ბეჟ, ყვითელ, მწვანე და ლურჯ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმსა და მომხიბვლელობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია კუროს, კირჩხიბისა და მორიელის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის. მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.