დღეს ღამის 01:35 საათიდან იწყება და თითქმის დღის ბოლომდე (23:08 საათამდე), გრძელდება მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი. ეს არის ძალიან ხანგრძლივი მონაკვეთი, როდესაც ყურადღება მაქსიმალურად დუნდება. ეს ფაქტორი ხშირად ხდება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. განსაკუთრებით გაამახვილეთ ყურადღება ბავშვებზე, რადგან მათ ხასიათში დღეს ცელქობა და უყურადღებობა მოიმატებს.
დღის რეკომენდაცია – დღეს ნუ დაიწყებთ სრულიად ახალ და დაუგეგმავ საქმეებს. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა თავიდან აიცილოთ ნეგატიური ენერგიების ზეგავლენა (ე.წ. „თვალის აღება“). დღე პოზიტიურია იურიდიული კონსულტაციებისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისა და პარტნიორებს შორის აქტიური პოზიციის დაკავებისთვის.
კარგი პერიოდია სპორტული ვარჯიშებისთვის, ინტელექტუალური განვითარებისთვის, სასამართლო პროცესებისა და უცხოელებთან კონტაქტებისთვის. ხელსაყრელია მგზავრობა, ექსკურსიები, პრეზენტაციები და ხელშეკრულებების გაფორმება. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, ის დღეს თქვენი საუკეთესო მრჩეველია. დღევანდელი სიზმრები კი მატერიალურ შემოსავლებზე მიგანიშნებენ.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ხერხემალი, სახსრები და მუხლების ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა გადაუდებელი შემთხვევებისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშები, მასაჟი, ფილტვების, ბრონქებისა და ხელების მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ: ფირუზი, ამეთვისტო, წითელი იასპი, ლაზურიტი და საფირონი. ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, იისფერ, ლურჯ და ცისფერ ტონებს, ეს კომბინაცია გააძლიერებს თქვენს მომხიბვლელობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია მშვილდოსნებისა და მერწყულებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კუროებისა და მორიელებისთვის. მათ მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით ნეიტრალურია.