დღე გეომაგნიტურია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემებზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. თუ მსგავს სიმპტომებს იგრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ წნევის მაჩვენებელს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ პროფილაქტიკური საშუალებები.
დღის რეკომენდაცია – მოერიდეთ პროვოკაციებს მათგან, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას. სარისკოა ბიზნესის დაწყება და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელმოწერა. ზედმიწევნით მიჰყევით წინასწარ შედგენილ გეგმას. დღე პოზიტიურია სასამართლო პროცესებისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის. კარგი პერიოდია სპორტული ვარჯიშების, ღონისძიებების, სპორტული ინვენტარისა და სამგზავრო ბილეთების შესაძენად. ხელსაყრელია პარტნიორული თანამშრომლობა, პრეზენტაციები, აუქციონები, დაჯილდოებები და საიუბილეო საღამოები. არ ვარგა მშენებლობა, სისხლის გადასხმა და ყურების გახვრეტა. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დღევანდელი სიზმრები უახლოეს 7 დღეში ახდება.
პარტნიორული ურთიერთობები – მაღალია თავისუფალი ურთიერთობებისა და სწრაფი, მოულოდნელი ნაცნობობის ალბათობა. იყავით წინდახედული ახალ კონტაქტებთან.
ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება მუცლის ღრუ, ნაღვლის ბუშტი, საზარდული და ბარძაყის ძვალი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა უკიდურესი აუცილებლობისა) არ არის სასურველი. სამაგიეროდ, შედეგიანია სუნთქვითი ვარჯიშები, ფილტვების, ბრონქებისა და ხელების მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები – სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ მინერალები – ფირუზი, აკვამარინი, ამეთვისტო, ლალი, ნეფრიტი და ქარვა. ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, იისფერ, ლურჯ და ცისფერ ტონებს, ეს ფერები გააძლიერებს თქვენს შარმს და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე პოზიტიურია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბული პერიოდია კირჩხიბებისა და თხის რქებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.