LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 000-ზე მეტი მონაწილე – საქართველოს ბანკი ევერესტის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია

556
საქართველოს ბანკი

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ევერესტის მათემატიკის ოლიმპიადაზე წელს 14 000-ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მათემატიკის ოლიმპიადის ტესტი II, III, IV, V და VI კლასის 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ დაწერა.

ოლიმპიადა სამტურიანია:

  • შესარჩევი ტურიდან ნახევარფინალში ოლიმპიადის ის მონაწილეები გადავლენ, რომლებიც დააგროვებენ არა უმცირეს 30 ქულას;
  • ნახევარფინალში თითოეული კლასიდან (II, III, IV, V და VI კლასი) გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე 500 მოსწავლე, რომლებიც ფინალში იასპარეზებენ;
  • ფინალურ ტურში კი გამოვლინდება II, III, IV, V და VI კლასის საუკეთესო შედეგის მქონე 10-10 გამარჯვებული.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატებისთვის ყველა ფინალისტი მიიღებს ევერესტის სიგელს. I, II და III ადგილის მფლობელები კი მიიღებენ დიპლომს და სპეციალურ პრიზებს.

ოქროს ტურზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი; საჯარო მეტყველების კონკურსი და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g