14-17 ივნისს, თბილისში მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, თბილისს ევროპის და აზიის ქვეყნების თეატალური დასები ეწვევიან.
სპექტაკლების პარალელურად ასევე გაიმართება, ვორქშოფები.
ფესტივალი მოძრაობის თეატრის და ITI-ს ერთობლივი პროექტია, რომელიც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ტობიას ბიანკონის მხარდაჭერით და UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია
ფესტივალის დამფუძნებლების განმარტებით, მოძრაობის თეატრი პირველი ქართული თეატრია, რომელმაც საქართველოში სინთეზური ჟანრი შემოიტანა და განავითარა.
ამიტომ მოძრაობის თეატრმა გადაწყვიტა, სინთეზური ჟანრების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაეკეთებინა და როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრების შემოქმედება ქართველი მაყურებლისთვის და თეატრალებისთვის გაეზიარებინათ.
მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი 2021 წელს დაფუძნდა და თბილისში უკვე მეორედ იმართება. გასულ წელს პანდემიის გამო ფესტივალი ონლაინ ფორმატში გაიმართა.