LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 აგვისტოდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება – როდის აღდგება მოძრაობა სრულად

150
გმირთა მოედანი

14 აგვისტოდან თბილისში, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა 10 დღეს იმოქმედებს:

„გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით…

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2024

პოპულარულები