LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 აპრილამდე საქართველოში 14 224 აცრაა დაჯავშნილი – ვაქცინირებულია 6 757 ადამიანი

64
Untitled design (1)

14 აპრილამდე, საქართველოში კორონავისრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 14 224 აცრაა დაჯავშნილი.

აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანაში ამ დროისთვის 6 757 ადამიანია აცრილი. 

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ფართოვდება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული მიზნობრივი ჯგუფების ჩამონათვალიც – 5 აპრილიდან პროცესში 55 წლის ასაკის ზემოთ მყოფი მოქალაქეები, ასევე დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორგანოგადანერგილი ადამიანები ჩაერთვებიან. 

“დიალიზზე მყოფი პაციენტები აცრის გაკეთებას იმავე კლინიკაში შეძლებენ, სადაც დიალიზის თერაპიას გადიან.

იქმნება სათადარიგო სიები, რათა ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. ვაქცინის იმ დოზებით, რომლის დაკარგვის რისკიც არსებობს, პოლიციელები და ჯარისკაცები აიცრებიან.” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

➤  ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე 24 სტაციონარული დაწესებულებაა ჩართული – http://stratcom.gov.ge/s/fe7d8

➤  ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებში:

▪  რეგისტრაციის პორტალი – https://booking.moh.gov.ge/

▪  რეგისტრაციის ინსტრუქცია – https://fb.watch/4c2mI8hKtj/

➤  კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

ჯანდაცვის სამინისტროში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

mazda magti 5g