LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა 

422
ing (1)

6 ოქტომბერს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, მარინე ცერცვაძის განცხადებით, პროკურატურის არგუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე ბრალდების მხარე განმარტავდა, ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა.

აღნიშნულს ადვოკატი არ დაეთანხმა. არჩილ დვალიშვილის განცხადებით, ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, რის გათვალისწინებითაც ბაქირ ალიევისა და ალიხან ასლამოვისთვის 5000-5000 – ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

ბრალდებულებს, რომლებსაც აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული, პროცესზე სიტყვის თქმით არ უსარგებლიათ.

საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედება.

გამოძიების ცნობით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა, თუმცა, 27 წლის კაცის ნათესავებმა პოლიციას არ შეატყობინეს.

ამავე თემაზე:

„სისტემა უნდა დაფიქრდეს, საჭირო ხომ არაა დასჯადი გახდეს იძულებითი ნიშნობაც.. პრობლემაა დანაშაულის შეუტყობინებლობა, ნუთუ, არავინ დაინტერესებულა, სად არის ეს ბავშვი?!“ – აიჰან გასანოვი 14 წლის აითაჯის მკვლელობაზე

რას ამბობს 14 წლის აითაჯ შახმაროვას ბებია: „გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყო იმ კაცთან ცოლის სტატუსით, მისი სახლში დაბრუნება, ოჯახის სირცხვილი იქნებოდა“

„ჩვენ ეს ტელევიზიით გავიგეთ, მას შემდეგ, რაც გოგო მოკლეს“ – რას ჰყვება მოკლული 14 წლის გოგონას მამის ძმა

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

ვიდეო: „მითხრა, მაგას თუ იზამ, შენი შვილის გვამს ნახავო.. არც ვიცოდი, რომ 28 წლის იყო.. მისი ოჯახი მეუბნებოდა რომ 22-ის იყო“ – 14 წლის აითაჯის დედა კაცზე, რომელმაც მისი შვილი მოკლა