LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აითაჯ შახმაროვას მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს – რას ყვება გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბიძა

2493
ფორტუნა - 2023-10-12T234443.949

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში მოკლული 14 წლის გოგონას, აითაჯ შახმაროვას მამა, ისა შახმაროვი გამოკითხვაზე დაიბარეს. მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს.

როგორც ცნობილია, რომ ის საქართველოში არ იმყოფებოდა და ქვეყანაში ახლა დაბრუნდა.

„ფორმულასთან“ საუბრისას მისი ძმა, ნუსა შახმაროვი ამბობს, რომ მისი ძმა აითაჯის დედას წლების წინ გაშორდა და შვილის „გათხოვების” შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია:

„ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. აითაჯი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში იზრდებოდა. მამა ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა. მაგრამ ერთმანეთთან მიმოსვლა არ გვქონდა.

მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე”, – თქვა მან „ფორმულასთან“ საუბრისას.

„ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო“ – რას პასუხობს სკოლის დირექტორი სამირა ბაირამოვას, 14 წლის აითაჯის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ცნობისთვის, პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g