კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
"რეგინფო" ვრცელ სტატიას აქვეყნებს 14 წლის გოგოზე, რომელიც ორჯერ მოიტაცეს და რომელზეც რამდენჯერმე იძალადეს:
14 წლის გოგოს შემზარავი ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს
მათივე ცნობით, 2015 წლის 9 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში
„2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.
მიმდინარე წლის 9 ივნისს, პოლიციამ ძებნილი ქ.ბ. დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
თუ თქვენც შეგტკივათ გული, გააზიარეთ, ან ჩაწერეთ თქვენი ვიდეომიმართვები ჰეშთეგით #გოგონებისთვის
საგანგებო ვიდეო მიმართვა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი 14 წლის გოგონას მხარდასაჭერად
საგარეჯოში 14 წლის გოგო რამდენიმე კაცმა მოიტაცა. ღამით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ფერმაში მიიყვანეს. 24 წლის მამაკაცთან ერთად საყარაულო ოთახში ჩაკეტეს. ბავშვი მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა. ბიჭმა მას დაარტყა, საწოლზე მიაბა და გააუპატიურა. მოძალადემ ბავშვს უთხრა, რომ ცოლად უნდოდა. იმავე ღამეს, ძალადობით კიდევ ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი. შემთხვევა სამი წლის წინ მოხდა. გუშინ კი “რეგინფომ” ეს ამბავი გაავრცელა.