LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 აგვისტოს Black Sea Arena-ს ეზო L’Impératrice- ის კონცერტს უმასპიძლებს

9706
1200x630

L’Impératrice ფრანგული დისკო-პოპ ბენდია, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა. თანამედროვე დისკოსა და ფრანგული პოპის შერწყმით შექმნილმა მუსიკამ L’Impératrice-ს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი და თანამედროვეობის ერთ-ერთ ცნობილ ბენდად ჩამოაყალიბა. ბენდის წევრები არ მალავენ, რომ მათი მთავარი შთაგონების წყარო Daft Punk იყო.

ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში  L’Impératrice-მა უკვე ორი ალბომი და რამდენიმე მინიალბომი ჩაწერა. ფრანგული ბენდისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა სინგლებ:ი Sonate Pacifique და Agitations Tropicales.

ბენდის ბოლო ნამუშევარი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. სწორედ ამ ალბომით დაანონსებული ტურის ფარგლებში ეწვევა ბენდი საქართველოს და კონცერტს Black Sea Arena-ის ეზოში Front Stage- ზე გამართავს.

L’Impératrice – ის ბილეთების შეძენას 2 მაისის 12:00 საათიდან, არენას ვებგვერდის – https://bsa.ge/ge– საშუალებით შეძლებთ. პირველი კალათის ბილეთის ფასი 80 ლარია, მეორე კალათის 100, ხოლო კარზე ბილეთის შეძენას 120 ლარად შეძლებთ.

Black Sea Arena ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა და მულტიფუნქციური სივრცეა. ის შავი ზღვის სანაპიროზე, გურიაში მდებარეობს. დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და ოფიციალურად 2016 წელს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა. უკანასკნელი წლების განმავლობაში საკონცერტო დარბაზმა საერთაშორისო მუსიკალური სცენის ისეთ ვარსკვლავებს უმასპინძლა, როგორებიც არიან: Aerosmith, The Scorpions, Elton John, Robert Plant, Ennio Morricone, Black Eyed Peas, Jessie J და Thirty Seconds to Mars. ამის პარალელურად Black Sea Arena სცენას ადგილობრივი სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებსაც  აქტიურად უთმობს, რითაც ცდილობს, ქართული კულტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g