LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 ათასად ნაყიდი კუნძულით ისინი მილიონერები გახდნენ

114

ამ ამერიკელი წყვილის ისტორიამ ინტერნეტი ააფეთქა. მათ ნამდვილი ამერიკული ოცნება აიხდინეს და მილიონერები გახდნენ. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ 2005 წელს მელიტა კოულმანდას ჰანტერი ქმართან ერთად კამბოჯაში სამუშაოდ გაემგზავრა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ წყვილი სახლში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მათ სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ მიეცათ შანსი შეეძინთ პატარა კუნძული Song Saa, რომლის ღირებულება 15 ათასი ამერიკული დოლარი იყო.

დიდი ძალისხმევისა და აღებული სესხის წყალობით მათ კურორტზე 27 ვილა გააშენეს. ყველა მათგანი უკვე 5 ვარსკვლავიანია და დიდი პოპულარობით სარგებლობს დამსვენებლებში.  იმისთვის, რომ ამ ფანატასტიურ ადგილას ღამე გაატაროთ, 800 დოლარია საჭირო. დღეს უკვე ამერიკელი წყვილი მილიონერია და თავს ფანტასტიურად გრძნობს. მათ ვილაზე ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმეს. აქ ჩასვლა კატერითაც არის შესაძლებელი და  ვერტმფრენითაც, რომელიც პირდაპირ პლაჟზე ჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g