LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15-დან 25-წლამდე ადამიანების 80% არ მუშაობს, ვიღაცები იტყვიან, ეს ხალხი სწავლობსო, რეალურად, რას სწავლობენ? ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არამარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტსაც კი ვერ კითხულობენ“ – პავლე მგელაძე

175
Untitled design - 2024-01-31T111312.904

კომპანია re:invent ჰოლდინგის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, პავლე მგელაძე BMG-სთან საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდებს  წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ, ხოლო 15-25 წლამდე ადამიანების 80% არის უმუშევარი.

„15-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებს რომ შევხედოთ, რატომ „ჩავიციკლეთ“ ამ 15-25 ზე და რატომ არ გვაინტერესებს 40-50? რადგან ეს არის შენი ყველაზე ახალგაზრდა, ენერგიით სავსე ფენა, რომლის 80% არ მუშაობს.

არ იყენებს ქვეყანა იმ რესურსს, რომელიც ყველაზე მეტად გამოსაყენებლია. ვიღაცები იტყვიან, რომ ეს ხალხი სწავლობს, რეალურად რას სწავლობენ? ჩვენთან რომ კარგი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები მოდიან, არამარტო დოკუმენტის წერა არ შეუძლიათ, დაწერილ დოკუმენტსაც კი ვერ კითხულობენ.

წაკითხვით კი წაიკითხავს, მაგრამ წაკითხულიდან აზრი ვერ გამოაქვს, მიდი დააწერინეთ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს დოკუმენტი და წავიდეს და ინვესტორისგან ფული მოიტანოს, ჯერ ასე რამ არ ყოფილა,“ – ამბობს პავლე მგელაძე.

“მე მგონი დროა 6 დღიან სამუშაო კვირაზე გადავიდეთ” – პავლე მგელაძე

პავლე მგელაძე: “ვინც უნივერსიტეტში ვერ მოხვდით re:educate-ში გელოდებით, 1 წელიწადში კოდის წერას ისწავლით, 1 წელში 5 000-10 000ლ ხელფასი გექნებათ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g