LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 დეკემბრიდან თბილისიდან დოჰას გავლით, პირდაპირ სან-ფრანცისკოში მოხვდებით

140
San Francisco, CA, USA - July 8, 2015: Nightclubs in the north beach district of San Francisco

„ყატარის ავიახაზები“ განაგრძობს მსოფლიოს მასშტაბით თავისი საჰაერო ქსელის სწრაფ ზრდას და ამიერიდან, 2020 წლის 15 დეკემბრიდან, ავიაკომპანია დოჰადან სან-ფრანცისკოში შეასრულებს კვირაში ოთხ რეგულარულ ფრენას. რეისები შესრულდება უახლესი და ყველაზე თანამედროვე აერობუს A350-900 ტიპის ხომალდით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 36 ადგილს ჯილდოს მფლობელ ბიზნეს კლასში Qsuite, ხოლო ეკონომ კლასი აღჭურვილია 247 კომფორტული სავარძლით. 2021 წლის იანვარმდე მომხმარებელს შეეძლება ისარგებლოს უფასო სუპერ Wi-Fi-ით.

სან-ფრანცისკოს გარდა, ყატარის ავიახაზები ასრულებს ავიარეისებს ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ ქალაქებში: ბოსტონი (BOS), ჩიკაგო (ORD), დალასი (DFW), ჰიუსტონი (IAH), ლოს ანჟელესი (LAX), ნიუ იორკი (JFK), მაიამი (MIA) ფილადელფია (PHL) და ვაშინგტონი (IAD). დეკემბრის თვეში ავიაკომპანია შეარულებს ყოველკვირეულ 55 რეისს ამერიკის შეერთებული შტატების 10 ქალაქში.

ფრენების განრიგი:

თბილისი (TBS) to დოჰა (DOH) QR356 გაფრენა: 02:55 ჩაფრენა: 05:00

დოჰა (DOH) სან ფრანცისკო (SFO) QR737 გაფრენა: 08:15 ჩაფრენა: 12:55

სან ფრანცისკო (SFO) to დოჰა (DOH) QR738 გაფრენა: 14:55 ჩაფრენა: 17:15+1

დოჰა (DOH) თბილისი (TBS) QR355 გაფრენა: 20:15 ჩაფრენა: 00:30+1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g