ყატარის სახელმწიფოს ავიაკომპანია Qatar Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირითა და შეცვლილი განრიგით შეასრულებს. კერძოდ, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან, განახლდება რეგულარული ოპერირება დოჰა-თბილისი-დოჰას საჰაერო ხაზზე. ფრენები ყოველდღიურად შესრულდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Qatar Airways-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2021 წლის 3 თებერვალს მიენიჭა. Qatar Airways საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა.
იხილეთ რეგულარული და ჩარტერული რეისების ფრენის განრიგი: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php
განრიგი განახლებადია (იცვლება ფრენის დამატების/გაუქმების/ფრენის თარიღის/დროის ცვლილების შემთხვევაში).