LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“15 წელია “ვიარები” მთიან აჭარაში, დიდი კოლექცია დავაგროვე…სამქარგველო სახელოსნო გავხსენით, სადაც ახალგაზრდები, ძველ გამოცდილ ოსტატებთან ერთად ქარგავენ” – ზურა შევარდნაძემ წიგნი გამოსცა

191
307574475_2225748910932791_5687750914773975625_n

“სამქარგველო სახელოსნო გავხსენით, სადაც ახალგაზრდები, სოფლის ახალი რძლები ძველ გამოცდილ ოსტატებთან ერთად ქარგავენ, საოცარი სანახავია ეს ჯადოქრები ერთად რასაც სჩადიან,” – ამის შესახებ “გარდენიას” დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც შევარდნაძე აღნიშნავს, ნამუშევრების შეძენა “გარდენიაში” იქნება შესაძლებელი.

ამასთან, ცნობილმა მებაღემ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაც გამართა. როგორ შევარდნაძე წერს, 15 წლის განმავლობაში, მთიან აჭარაში, დიდი კოლექცია, ფოლკლორული მასალა, ამბები, მონათხრობები შეაგროვა, რაც მის წიგნშია წარმოდგენილი.

“ბევრი ხელობა დავკარგეთ თვალსა და ხელს შუა, სულ უფრო ცოტა ადამიანი საქმობს ხელით.

აჭარული ნაქარგობა ერთ-ერთია რომელიც იკარგება. “ახალები აღარ ქარგვენ.”

15 წელია “ვიარები” მთიან აჭარაში. ღორჯომის ხეობას ვარ შეჩენილი, გურიაზე არანაკლებ მიყვარს, ვიცნობ ამ საოცარ ხალხს, ვიცი მათი ტკივილი, “დერდები”, სიხარული..

დიდი კოლექცია, ფოლკლორული მასალა, ამბები, მონათხრობები, ემოციები შევაგროვე. საოცარი ფოტო და ვიდეო-კოლექციაც დაგროვდა ამასობაში.

წელს ზამთარში ღორჯომში, წინწკალაშვილებში, მელექ და ჯემალ ქათამაძეების ოჯახში სამქარგველო სახელოსნო გავხსენით, სადაც ახალგაზრდები, სოფლის ახალი რძლები ძველ გამოცდილ ოსტატებთან ერთად ქარგავენ, საოცარი სანახავია ეს ჯადოქრები ერთად რასაც სჩადიან.

მათი სასწაული ნამუშევრების შეძენა დღეიდან გარდენიაში შეგეძლებათ.

ალბომი, რომელიც გამოიცა ამ თხუთმეტწლიანი ამბის შეჯამებაა.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

გუშინ სახელოსნოში შექმნილი ნამუშევრები, ახალდაბეჭდილი ალბომი, ძველი კოლექციები, აჭარული სამოსი, ფოტო და ვიდეოკადრები წარვუდგინეთ გარდენიაში მოსულ სტუმრებს და ლამაზი აჭარული საღამო მოვაწყვეთ.

ეს არც ჩემი საქმეა, არც თქვენი ჩემო აჭარლებო, არც თქვენი ჩემო ბატონებო, ეს ჩვენი საერთო ქართული საქმეა.

ძალიან მადლიერი ვარ:

-კულტურის სამინისტროსი რომელმაც დააფინანსა პროექტი “აჭარული ნაჭრელა”.

-ალბომის რედაქტორების ეთერ თათარაიძის და ამირან არაბულის.

-ფოტოგრაფის, ზაქარია ჭელიძის.

-დოკუმენტური ფილმის ავტორის, ხატია მაღლაკელიძის.

-ალბომის დიზაინერის მაია სუმბაძის.

-ტექსტების მთარგმნელის, ლელა ებრალიძის.

-დამკაბადონებელის მაკა ცომაიასი.

-სამინისტროს და გარდენიას უჩინარი თანამშრომლების.

– მეგობრების, ახლობლების, სტუმრების მხარდამჭერების და ყველასი, ვინც თუნდაც კეთილი სიტყვა და ემოცია შემაწია..
დიდი მადლობა!!!!” – წერს ზურა შევარდნაძე.

“მოაკითხა მანქანამ, შემოგვიბრუნდა და თქვა, არ გაბედოს ვინმემ დადევნებაო, ფატა მოიხსნა და წავიდა, მსგავსი ამბავი მარტო კინოში თუ მინახავს” – როგორ დატოვა პატარძალმა ქორწილი: ზურა შევარდნაძე საოცარ ისტორიას გვიზიარებს

“გიორგი და მარიამი კახეთში, სოფელ ქვემო მაღაროში დაბადებულან და გაზრდილან.. ერთმანეთი ვენაში გაუცნიათ და კი ხედავთ აგერ რითაც დამთავრდა ეს მეგობრობა”: ზურა შევარდნაძე

„ეს საერთოდ არ ჰგავს იმას რაც მე გასწავლეთ.. სიუხვე, სიუხვე ყველგან, ამას კი შენს ქართულ ბუნებას ვაბრალებ.. გულაჩუყებული ვარ..“ – რა წერილი მიიღო ზურა შევარდნაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g