LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის ლუკა სირაძე დღეს დაკრძალეს

6130
OrFMyzH

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც სიცოცხლე თვითმლვლელობით დაასრულა დღეს დაკრძალეს. მანამდე კი მოზარდის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბეში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართა. ლუკა სირაძის ოჯახს სამძიმარი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა, პანაშვიდზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკოსებიც.


15 წლის მოზარდი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი კვირა კომატოზურ მდგომარეობაში გაატარა. თვითმკვლელობამდე ის „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. მოზარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. ლუკა სირაძის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს.

პეტრე კოლხი: ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც

15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა – იაშვილის კლინიკის დირექტორი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები