პეტრე კოლხი 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. როგორც მამა პეტრე სოციალურ ქსელში წერს, ამ შემთხვევაში ყველა დამნაშავეა.
“ყველა, ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც… ყველა… ყველა, ვისაც არ შეუძლია ადამიანს, მოზარდს, სულს გაუფრთხილდეს… დადექით და იკითხეთ მორალი… ღმერთს ყველა შევხვდებით!…
P.S. ახლა წესსაც არ აუგებენ, თვითმკვლელიაო… სამაგიეროდ ის არაფერი, ვინც ეს ანგელოზი თვითმკვლელობამდე მიიყვანა!..”
https://www.facebook.com/photo.php?fbid=2714646248586716&set=a.570683099649719&type=3&theater
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
15 წლის მოზარდს გული გაუჩერდა – იაშვილის კლინიკის დირექტორი