LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის თქმით, “გამოკვეთილია მისი უდანაშაულობა”

252
მარიანა

15 წლის ლუკა სირაძისგარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, რომ გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა. “გამოკვეთილია მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა, ამას ვამტკიცებთ პირველ რიგში” -აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფებელია.

უყვიროდნენ, ჩაგაყუდებთ, შენნაირი აქ ათასი მოსულაო... ტიროდა, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა - რას ჰყვება გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა

როდესაც ლუკამ სასწრაფო დახმარება ითხოვა, გამომძიებელმა უპასუხა, რომ როდესაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

პეტრე კოლხი: ყველა დამნაშავეა. ერიც, ბერიც… მეც, შენც

15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმკვლელობამდე ის „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოკითხეს. მოზარდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ჩვენების იძულებით მიღების ფაქტზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები