LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უყვიროდნენ, ჩაგაყუდებთ, შენნაირი აქ ათასი მოსულაო… ტიროდა, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა – რას ჰყვება გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა

4105
yyyyy

გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ ბექა სირაძემ, ლუკაზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე საქმის დეტალებზე გააკეთა განცხადება.

როგორც ბექა ამბობს, ლუკას დაკითხვის პროცესში მუდმივად აყენედნენ შეურაცხყოფას და მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ:

“დაკითხვა თავიდან დაიწყო დედასთან ერთდ, თავიდანვე იყო აგრესიული ტონი, მუქარა, შეურაცხყოფა გამომძიებლის მარიან ჩოლოიანის და ერთი პირის მხრიდან. ჩემ ძმას ეუბნებდნენ, რომ ჩანდა კამერებში. დედამ კამერების ჩანაწერის ნახვა ითხოვა და ამბობდა, რომ თუ ამოიცნობდა შვილს, ზარალს აანაზღაურებდა, თუმცა უპასუხეს, რომ ჩანაწერის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. ამის შემდეგ ისევ ემუქრებოდნენ, უყვიროდნენ, ეუბებოდნენ, რომ თუ თუ არ აღიარებდა, მე პრობლემებს შემიქმნიდნენ, დაგიჭერთ, ჩაგაყუდებთ, შენნაირი აქ ათასი მოსულაო”

მისი თქმით, დაკითხვა 4 საათის განავლობაში, შესვენების გარეშე გაგრძელდა, თუმცა ლუკამ ბრალი მაინც არ აღიარა.

“ბოლო საათებში, ლუკა რომ არ აღიარებდა, დაიძაბნენ, ისევ ხმამაღალი ტონით აგრძელებდნენ მუქარას. დედამ სცადა ჩემი ძმის დამშვიდება და ამ მომენტში პოლიციელი ადგა, ჩემ ძმას დედის თანდასწრებით შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ მესამე პოლიციის თანამშრომელი გამოვიდა და ჩემი ძმა ცალკე ოთახში გაიყვანა. იქიდან რომ გამოვიდა ჩემი ძმა ტიროდა, სასწრაფო დახმარება ითხოვა, თუმცა გამომძიებელმა უპასუხა, რომ როცა თავად ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას. დედამ ლუკას კითხა, რა უთხრეს შიგნით და მან უპასუხა, რომ კაპეზეთი დაემუქრნენ”.

ჟურნალისტების კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა რეზო აჭარაძემაც უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, დაკითხვის დროს გადაღებული ვოდეოები გარდაცვლილის დედასთან ერთად უნდა დათვალიერდეს.

"ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა - მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო"

„იმ სახურავზე ავედი, საიდანაც ჩემი ძმა გადმოხტა. მინდოდა ჩემს თავზე წარმომედგინა...“

ბექა სირაძის განცხადებით, ოჯახის მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც ლუკას დაკითხვის პროცესში მონაწილეობდნენ.

“ოჯახის მთავარი მოთხოვნა იმ პირების დაკავებაა, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ მონაწილეობას ლუკას დაკითხვის პროცესში, ვინც ემუქრებოდნენ ლუკას. გამოძიებას ვენდობი, რადგან პროგრესი ჩანს. ალბათ მას შემდეგ, რაც დედაჩემი შეძლებს დაკითხვაზე მისვლას, კიდევ მეტი დეტალი გაირკვევა”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები