LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი შვილი მოკლულია, მისი სხეული ფანჯრიდან გადააგდეს: თბილისში დაღუპული ყაზახი გოგოს დედა

104
Untitled-design-28

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული ახალგაზრდა ყახაზი ქალის დედა, თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ მისი შვილი მოკლეს.

„ვფიქრობ, ჩემი შვილი მოკლულია, ხოლო მისი სხეული ფანჯრიდან გადააგდეს. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩამოვფრინდი, რათა ცხედარი გადავასვენო“,-განუცხადა აისუ აიტპაევამ ჟურნალისტებს.

ის ცოტა ხანში ექსპერტიზის ბიუროში მისვლას, შემდეგ კი ადვოკატის დაქირავებას გეგმავს და შვილის გარდაცვალების მიზეზების დადგენას სხვადასხვა გზით შეეცდება.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადების თანახმად, ბ.თ-მ 26 წლის გოგოზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სექსუალურად იძალადა, რის შედეგადაც “მძიმე ფსიქოტრავმულ მდგომარეობაში მყოფი” ასელ აიტპაევი მერვე სართულიდან გადახტა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები