LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 1 ლარიც მნიშვნელოვანია გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…“ – ხაშურში ავარიის შედეგად დაშავებულ დებს საზოგადოების დახმარება სჭირდებათ

364
ხაშურში ავარიის შედეგად დაშავებულები

ხაშურში ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე ხაშურელების გვერდი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გასულ თვეში ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა. 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახათ, გზაზე გადადიოდნენ. გოგონები რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

„არასდროს ასე საჯაროდ არ მომიმართავს დახმარებისთვის, მეგობრებო, ნათესავებო, სრულიად საქართველო, თქვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ ულამაზეს დებს, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის! რომლებმაც ავტომანქანის შეჯახების შედეგად მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანება.

გოგონების მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა, ისინი კვლავ რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე…

რეაბილიტაციისთვის სჭირდებათ საზღვარგარეთ საკმაოდ რთული და ხანგრძლივი მკურნალობა…

თითოეული თქვენგანის, ჩვენგანის 1 (ერთი) ლარიც მნიშვნელოვანია, გოგონების სიცოცხლის გადასარჩენად…

ჩვენ გვაქვს თქვენი გულისხმიერების და ერთიანობის იმედი! (რაც, არაერთხელ გამოგვიცდია და გადაგვირჩენია უამრავი ადამიანის სიცოცხლე). უფლის მადლით და თითოეული ჩვენგანის ერთიანობით, ახლაც შევძლებთ გოგონების დახმარებას და მათთვის სრულფასოვანი სიცოცხლის და ლაღი ცხოვრების დაბრუნებას!

მიმღები: სოფიო ხარშილაძე (დედა)

#GE18BG0000000553349014 (საქართველოს ბანკი);

#GE64TB7513745068100047 (თიბისი ბანკი). მადლობა ყველას! გთხოვთ გააზიაროთ

პირადი ნომერი – 57001052354 სოფო ხარშილაძე

გახსოვთ ორ ბავშვს რო ავტომობილი დაეჯახა? ის ბავშვები არიან დასახმარებლები ყველას გთხოვთ გვედდში დაგვიდგეთ თუნდაც 1₾ …

Posted by ხაშურელების გვერდი on სამშაბათი, 05 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g