15 იანვრიდან დაახლოებით, 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
„ჩვენ თითოეულ რეფორმას განვიხილავთ ახალი რეფორმების ტალღის ფარგლებში. ბუნებრივია, დღგ-ს ავტომატურ რეჟიმში დაბრუნება წარმოადგენდა ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს. ჩვენ ვთქვით, რომ დაბრუნების ავტომატურ რეჟიმზე გადავალთ წლის მეორე ნახევრიდან. დღეს ჩვენ ვართ პროცესში, როდესაც ვაკეთებთ ახალ ინფრასტრუქტურას და ახალ IT პროდუქტს, რომელიც ამის გაკეთებაში დაგვეხმარება. მაგრამ ჩვენ უკვე გადავედით დღგ-ს დაბრუნების ძალიან ინტენსიურ რეჟიმზე. 15 იანვრიდან დაახლოებით, 150 კომპანიას უკვე დაუბრუნდა დღგ-ს ზედმეტობა და დაახლოებით, 150 განაცხადია დამუშავებაში. ეს არის 4-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელი, ვიდრე ჩვენ გვქონდა გასულ წელს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ქართველ მეწარმეებს მეტი აქტიურობისკენ. ჩვენ ვართ ძალიან მოწადინებულები, რომ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით დავაბრუნოთ დღგ-ს ზედმეტობა წლის პირველ ნახევარში, ვიდრე წლის მეორე ნახევარში ავტომატური დაბრუნების რეჟიმი ჩაირთვება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
15 იანვრიდან ფინანსთა სამინისტრომ ქართველი მეწარმეებისთვის დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნება დაიწყო.