ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 36.45%, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს ტრადიციულ საინფორმაციო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ აღნიშნა, ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 49.5 %, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში – 33,9%.
ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს მოუწოდა იაქტიურონ, რადგან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება.

