LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

16 სექტემბერს თბილისში ელენა ვაენგას პირველი კონცერტი გაიმართება

115

16 სექტემბერს 19:00 საათზე ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში რუსული ესტრადის ვარსკვლავის ელენა ვაენგას სოლო-კონცერტი გაიმართება.

 

 

 

 

”მე საჭიროდ ჩავთვალე მსმენელისთვის ვიდეო მიმართვის საშუალებით მივსალმებოდი. შემიძლია ვთქვა, რომ ოცნება ამიხდა. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ თუმცა არასოდეს ვყოფილვარ საქართველოში, თბილისში. ძალიან მოხარული ვარ.” – განაცხადა მომღერალმა იუთუბზე გავცელებულ  ვიდეო მიმართვაში.

ელენა ვაენგა საავტორო, ხალხური, როკისა და შანსონის ჟანრის სიმღერებს შეასრულებს. ცნობილი რუსი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი – გაზეთმა  ”Komsomolskaya Pravda -მ” იგი ერთერთ ყველაზე პოპულარულ რუს მომღერლად დაასახელა.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე, ფასი მერყეობს 30-დან 150 ლარამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები